|
2024-12-24 12:16:54, 323 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მიმდინარე წელს 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენადტენდერი გამოცხადდა
მიმდინარე წელს დედაქალაქის მერიამ დამატებით შეისყიდა 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, 2025 წელს თბილისს საერთო ჯამში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ვაგონის შესაძენად ტენდერი გამოცხადდა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დამონტაჟდა 68 შუქნიშნის ობიექტი, საერთო ღირებულებით 10 295 504 ლარი.
კალაძის განმარტებით, 2024 წელს ტაქსით გადაყვანის A კატეგორიის ნებართვის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი საცნობი ნიშნები, ასევე, მოტოციკლებს და მოპედებს მიეცათ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობის უფლება. გარდა ამისა, საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ფარგლებში, ოთხ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაუმტკიცდა მარშრუტები, რომელთა მიხედვითაც მათ მიეცათ შესაძლებლობა, მოსწავლეები საავტობუსო ზოლის საშუალებით გადაიყვანონ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)