08:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 12:09:54, 445 ნახვა

პოლიტიკა
HRW - ხელისუფლების ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ შოკისმომგვრელია და შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს არღვევს

ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არის შოკისმომგვრელი და არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს,- ამის შესახებ Human Rights Watch-ის (HRW) ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ფართოდ გავრცელებული და აშკარად სადამსჯელო ქმედებებით, უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს დევნიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ.

„პოლიცია ასევე აწამებდა მათ და სხვა არასათანადო მოპყრობას ახორციელებდა პოლიციის ფურგონებში და პოლიციის განყოფილებებში.

Human Rights Watch-ი პოლიციის მიერ ძალადობას გადარჩენილ ათობით ადამიანს ესაუბრნენ, რომლებმაც პოლიციის ძალადობა განიცადეს. მათ განაცხადეს, რომ მიიღეს თავის ტრავმა: ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობა ცხვირის, სახის ძვლების, ნეკნებისა და კიდურების არეში, ნაკაწრები და სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე.

ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტს ბრალი წაუყენა პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის და გაასამართლა ისინი ფორმალურ სასამართლო პროცესებზე, თუმცა ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის სერიოზული ბრალდებების მოსაგვარებლად.

ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არის შოკისმომგვრელი და არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მხრიდან მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბები და საქართველოს ხელისუფლების მიერ მათ გამო პასუხისმგებლობის არ დაკისრება იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ძალადობის უფლებას აძლევდნენ, ან პატიობდნენ მას.

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ცემის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება. ასეთი გამოძიებები უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, არამედ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები უნდა შეეცადონ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას არჩევნების შემდგომ ძალადობის შესახებ. 23 დეკემბერს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფოებმა აამოქმედეს „ვენის მექანიზმი“, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიაწოდოს დეტალური და არსებითი ინფორმაცია რიგ შეშფოთებაზე, მათ შორის, მომიტინგეების თვითნებური დაპატიმრებებისა და დაკავებების და არასათანადო მოპყრობის შესახებ. თუ საქართველოს მთავრობა არ უპასუხებს, მონაწილე სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ „მოსკოვის მექანიზმზე“ გადასასვლელად - რაც გულისხმობს გამოძიებას, რომელიც არ საჭიროებს სამიზნე სახელმწიფოს თანხმობას.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მომიტინგეების ცემისა და ძალადობის უფლების მინიჭებასა და განხორციელებაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაკავებულია მხოლოდ შეკრების უფლების მშვიდობიანი განხორციელებისთვის. საჭიროა შეფასება და ანგარიშვალდებულება გატეხილი ძვლებისა და სხვა დაზიანებებისთვის, რომლებიც პოლიციამ განზრახ მიაყენა ამდენ ადამიანს“,- ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics