|
2024-12-24 11:20:56, 632 ნახვა
სამართალი
შსს - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ბათუმსა და მცხეთა - მთიანეთის რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2005 წელს დაბადებული ა.ტ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 1988 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული რ.დ. და 1997 წელს ი.კ. - დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ძალოვანი უწყებების სახელით, დაკავშირება ხდებოდა მოქალაქეებთან და დარწმუნება, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ხოლო პრობლემის მოსაგვარებლად ქრთამის სახით საჭირო იყო გარკვეული თანხის გადახდა. მოქალაქეებისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მათთან მიდიოდნენ ადგილზე, ეცნობოდნენ სხვა სახელითა და გვარით, ართმევდნენ თანხას და კრიპტოვალუტის საფულეზე რიცხავდნენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 61 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი ნახევარ მილიონამდე ლარი შეადგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)