18:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 11:14:41, 297 ნახვა

საზოგადოება
მერია - მიმდინარე წელს ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 69 000 კვ.მ. ფართობზე მოწესრიგდა

ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში  შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა - საუბარია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების დეტალების განხილვა დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდებოდა.

„გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 11 მისამართზე მოეწყო. სხვადასხვა მისამართზე 1 213 ძირი ხე-მცენარე დაირგო - სკვერებს შეემატა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ბუჩქები და ბალახის საფარი. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზე სპორტული მოედნები განახლდა, ერთზე კი - ახალი სტადიონი მოეწყო. საგზაო ინფრასტრუქტურა 69 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. უსაფრთხოების მიზნით, 2024 წელს ფერდის გასამაგრებელი და დამცავი რკინა-ბეტონის კედლები 3  მისამართზე მოეწყო. 8 მისამართზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. 4 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა.

მიმდებარედ მოეწყო განათების ქსელიც. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 203 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. რეაბილიტირდა 78 ლიფტი. მათ შორის, 16 მისამართზე ამორტიზებული კონსტრუქცია თანამედროვე სრულიად ახალი ლიფტებით ჩანაცვლდა. დაზიანებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები 70 მისამართზე განახლდა. 12 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 22 მისამართზე კარები გამოიცვალა. ასევე, მიმდინარე წელს წყალარინების 19 ქსელი განახლდა.

გარდა ამისა, 2024 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამების ფარგლებში, დახმარება 8 035 ადამიანს გაეწია. ამასთან, ოთხი სპორტული ტურნირი, ოთხი საბავშვო და კულტურული ღონისძიება დაფინანსდა. პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის წევრი ზუკა რურუა, თბილისის რაიონების გამგებლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics