02:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 13:48:34, 486 ნახვა

საზოგადოება
აფბა მოქმედ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებზე საუბრობს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში მოქმედ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის  კარტელურ გარირებებზე საუბრობს.

აფბას პერზიდენტის, შოთა გულბანის განმარტებით, ორგანიზაციამ ჩაატარა ვრცელი კვლევა მედიკამენტებზე ფასნამატების შესწავლის მიზნით, რომელშიც ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ხშირად ფარმაცევტიკის სფეროს მსხვილი მოთამაშეები მედიკამენტებს 300-პროცენტიანი ფასნამატით ყიდიან. „ეს ნიშნავს, რომ იმ ფასს შორის, რაც მედიკამენტზე საბაჟოზე დაფიქსირდა და რაც მას დახლზე აქვს, 300-პროცენტიანი სხვაობაა. ბუნებრივია, ეს არ არის სამართლიანი. ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია. მილიონ-ნახევარი ადამიანია რეგისტრირებული სოციალური დახმარების მიმღებად. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვს საშუალება, შეიძინონ ასეთი ფასის მედიკამენტები და მათ შორის, უფრო ხშირია დაავადებების რისკი და სამედიცინო პრეპარატების საჭიროება. ეს ნიშნავს, რომ სააფთიაქო ქსელები ბოროტად სარგებლობენ შექმნილი ვითარებით“, - ამბობს გულბანი.

მისივე განმარტებით, მსხვილმა მოთამაშეებმა კეთილი უნდა ინებონ და და დააწესონ სამართლიანი ფასები. „გასაგებია, რომ ნებისმიერი ბიზნესის მთავარი მიზანია მოგების მაქსიმალიზაცია, მაშინ, როდესაც მოთხოვნა არსებობს. ბიზნესი ცდილობს, დააწესოს უფრო მაღალი ფასი და მოხმარებელი იძულებულია, მაინც იყიდოს. არსებობს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები, რომლებსაც აქვთ სადისტრიბუციო ქსელი, მედიკამენტების საწარმოები. ასევე, უამრავი არაბრენდული დასახელების სააფთიაქო ქსელია, ანუ მედიკამენტები ჭარბადაა ბაზარზე. ათასობით მედიკამენტია, მაგრამ, მიუხედვად ამისა, ქართული კომპანიები არ აკლებენ ფასებს. ეს გვაძლევს ლოგიკური ეჭვის საფუძველს, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები  მოქმედებენ შეთანხმებულად და კარტელური გარიგების მსგავსი რამ ხდება. სამწუხაროდ, ამას ვერ დაადასტურებ, სანამ კვლევა არ ჩატარდება, რაც კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივაა. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან ეს ჩაკეტილი სივრცეა და რეალური ინფორმაციის მოპოვება რთულია“, - განაცხადა გულბანმა.

„აფბამ“ ახლახანს შეიმუშავა ეკონომიკური ინდექსი – „ფანასკერტელის ინდექსი“, რომლის საშუალებითაც ხდება მედიკამენტების ფასებზე დაკვირვება. „აფბას“ ინფორმაციით, ინდექსის გაანგარიშება მიმდინარეობდა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2016 წლის იანვრის მდგომარეობით მედიკამენტებზე დაფიქსირებული ფასებზე დაკვირვების მეშვეობით. ფასებზე დაკვირვება განხორციელდა, როგორც ინკოგნიტოდ გამოკითხვის, ისე პირდაპირი შესყიდვების მეშვეობით. 2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა“ შეადგინა 14,5, დეკემბერში 14, ხოლო 2016 წლის იანვარში 13,35 პუნქტი. „აფბა“–ში აცხადებენ, რომ  „ფანასკერტელის ინდექსი“ ყოველთვიურ რეჟიმში განახლედება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics