|
2016-03-02 13:08:13, 641 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 132 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 132 დევნილ ოჯახს შეხვდნენ, რომლებსაც დადიანის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადასცეს. სამინისტრომ დადიანის ქუჩაზე არსებული 132 ბინა, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის ფარგლებში, შპს „ლით ჯეო ინვესტი“-სგან კონკურსის საფუძველზე შეიძინა. დადიანის ქუჩა #7-ში, საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გადაეცათ. 132 ბინიდან 84-ერთოთახიანია, 24-ოროთახიანი, ხოლო 24-სამოთახიანი. დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ საბუთები გადაგზავნილია ეკონომიკის სამინისტროში, რის შემდეგაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხს მთავრობა განიხილავს. მთავრობის განკარგულების გამოცემის შემდეგ, გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები და 132 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართის მესაკუთრე გახდება. პირველად 2015 წელს, 22 წლიანი დევნილობის შემდეგ, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 561 დევნილ ოჯახს გადაეცა, რის შედეგადაც 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი ფართები ორ ნგრევად ობიექტში „კოლხეთსა“ და „აეროპორტის ჩასახლებაში“ მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც გადაეცათ. დადიანის ქუჩაზე ბინები მიიღეს, როგორც აფხაზეთიდან ისე სამაჩაბლოდან დევნილმა ოჯახებმა. 2016 წელს, თბილისში მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)