20:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-23 16:27:03, 255 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ჩუღურეთის გამგებელმა, დავით მაქაცარიამ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში  რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 21 300 112  ლარი დაიხარჯა. აქედან  ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 5 839 400 ლარი გამოიყო.

„წელს კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 53 მისამართზე გზის საფარი. 20 მისამართზე მოეწყო  გრუნტის დამჭერი  კედელი. რაიონის მასშტაბით, რეაბილიტირდა 61 სკვერი და სპორტული მოედანი. ასევე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 141 პროექტი განხორციელდა, რაშიც 4 750 000 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 18 ავარიული თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლი. 16 მისამართზე რეაბილიტირდა საერთო სარგებლობის კიბე და აივანი. ასევე, 44 მისამართზე საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა“,- აღნიშნა დავით მაქაცარიამ.

მისივე ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 4 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება. 

ამასთან, გამგებელმა დამსწრე საზოგადოებას 2025 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა რაიონში განხორციელებულ პროექტებში ჩართულობისთვის.

ღონისძიებას პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics