2024-12-23 12:22:32, 489 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ გვარამიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ჯარიმა გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააკისრეს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის უკანონო გადაკეტვისთვის 5 000 ლარი ჯარიმა მომისაჯა.
არც მივსულვარ - რა აზრი ჰქონდა?“ - დაწერა გვარამიამ „ფეისბუქზე“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,