|
2016-03-02 12:12:25, 610 ნახვა
საზოგადოება
პირველი აპრილიდან ეკონომიკის სამინისტრო ბელიაშვილის ქუჩაზე გადავა
პირველი აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბელიაშვილის ქუჩაზე გადავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. ქუმსიშვილის თქმით, ახალი შენობის ფართი 7500 კვადრატულ მეტრს შეადგენს. „ბელიაშვილის ქუჩა არის , მისამართს ზუსტად ვერ გეტყვით, 7500 კვადრატული მეტრი არის. თქვენ თუ გახსოვთ ჩვენი შენობა გავყიდეთ აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გამოვიტანეთ და 9 მილიონ 500 ათას დოლარად გავყიდეთ შენობა. ობიექტურად უნდა ვთქვა და მადლობა უნდა გადავუხადო ინვესტორს, რომელმაც ჩვენი შენობა იყიდა. მან სამი თვით მეტი გაგვაჩერა ამ შენობაში, ანუ პირველ იანვარს უნდა დაგვეცალა და ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ სამი თვით მეტი გავჩერებულიყავით, შესაბამისად სამინისტრო ბელიაშვილის ქუჩაზე გადავა, პირველი აპრილიდან უნდა გადავიდეთ ნამდვილად“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)