|
2024-12-21 12:39:45, 480 ნახვა
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, რეგისტრაცია შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია EQAR-ის ოფიციალურ ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრის დირექტორს ან მმართველობაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური როლი მთავრობაში. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს მკაფიო პროცედურები, რომ ასეთი პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის სააგენტოს დამოუკიდებლობას, მომავალში თავიდან იქნეს არიდებული. EQAR-ს მიერ 2023 წელს მომზადებულ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარე შეფასებაში მისი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის გამოწვევად დასახელებულია ცენტრის დირექტორის დანიშვნა განათლების მინისტრის მოადგილედ. საუბარია თამარ მახარაშვილზე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცენტრის დირექტორიც იყო და მინისტრის მოადგილეც, რაშიც ექსპერტთა ჯგუფმა ინტერესთან კონფლიქტის პოტენციალი დაინახა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)