|
2024-12-20 11:03:54, 482 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. „საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მასთან ერთად 4 პირი, გუშინ, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა. საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულ პირებს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს. გუშინვე, გომელაურსა და შსს-ს კიდევ ერთ მაღალი თანამდებობის პირს სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმაც დაუწესა და ისინი „გლობალური მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა.
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რასა იუკნევიჩიენე - ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)