17:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 15:17:45, 399 ნახვა

პოლიტიკა
მეცოლა - ჩვენ ქართველ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, პირობა მივეცით - მათთვის კარს არ დავხურავთ

ჩვენ მივეცით პირობა იმ ადამიანებს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს ისევ განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

როგორც მეცოლამ აღნიშნა, მათი მთავარი მოწოდებაა, ქართველმა ხალხმა ევროპული გზიდან არ გადაუხვიოს.

„თქვენ შეგიძლიათ, ელოდოთ ძლიერ სიგნალს პარლამენტისგან, თქვენ იხილეთ რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც ეხება ჩვენ შეშფოთებას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოწოდებაა ქართველებისადმი, რომ არ გადაუხვიონ ევროპული გზიდან. მე უკვე წლებია, ევროპულ საბჭოს ვესწრები და ყველა შეხვედრაზე დომინირებს ერთი რამ: ჩვენ მივეცით პირობა იმ ადამიანებს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს ისევ განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ მათ არ მივატოვებთ. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი და ასე იქნება 2025 წელსაც“,- განაცხადა მეცოლამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics