18:08 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 12:58:35, 453 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - იმედი მაქვს, ბატონი ბერსეს მხრიდან იქნება საჯარო განმარტება, თუ რა მიზნით არის ჩამოსული დელეგაცია საქართველოში

იმედი მაქვს, რომ ბატონი ბერსეს მხრიდან იქნება საჯარო განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით არის ჩამოსული ეს დელეგაცია საქართველოში,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საქართველოში ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დელეგაციის ვიზიტი არჩევნების ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ეხება.

„ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციას, ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას... ეს არის ევროსაბჭო, რომლის წევრიც საქართველო არის 25 წელიწადია და ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შეაფასონ ეს მდგომარეობა, პირადად ნახონ უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ივანიშვილის რეპრესიებმა გამოიღო. იმედი მაქვს, რომ ბატონი ბერსეს მხრიდან იქნება საჯარო განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით არის ჩამოსული ეს დელეგაცია საქართველოში. ეს არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა და საერთაშორისო დასკვნის დადება იმ არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობაზე, რომელიც წამების ტოლფასად არის შეფასებული“,- ამბობს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

გუშინ, 18 დეკემბერს ბერსე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
რასა იუკნევიჩიენე - ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძესა და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics