20:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 11:45:16, 304 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონის გამგებელმა 2024 წლის ანგარიში წარადგინა

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

მისი თქმით, 2024 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, თაბორის ტურისტული ბილიკი, რომლის ღირებულებამ თითქმის 1 500 000 ლარი შეადგინა. სრულად რეაბილიტირდა ფირდოუსის ქუჩა.  საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 93 მისამართზე. 

სკვერები და მოსასვენებელი სივრცეები მოეწყო და რეაბილიტირდა 16 მისამართზე, ხოლო 106 მისამართზე ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები. 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 206 პროექტი განხორციელდა. 

ასევე, მიმდინარე წელს გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.  ხოლო 2024 წელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება კრწანისში მცხოვრებ დაახლოებით 12 000 განმცხადებელს გაეწია. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და სხვადასხვა რაიონის გამგებლები. 

ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics