02:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 09:33:44, 520 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მაშველებს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

შს მინისტრმა სააგენტოს პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

გიორგი მღებრიშვილმა, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ეზოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გამოფენა და სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა. აღნიშნული შენობა აშშ-ს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში აშენდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა შს მინისტრსა და დამსწრე სტუმრებს გასული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის, მათ შორის, სააგენტოს ახალი საიტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ჩატარდა სიმულაციური ჩვენება: ხანძრის ქრობა, ქიმიურ ინციდენტზე რეაგირება, დაზარალებულის სიმაღლიდან  ჩამოყვანა და ძაღლის დახმარებით ნანგრევებიდან ამოყვანა.

სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics