21:59 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-17 11:38:07, 279 ნახვა

საზოგადოება
2024 წელს სამგორის რაიონში 58 რეკრეაციული სივრცე და 12 სპორტული მოედანი მოეწყო

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისი მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 149 226 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. 

„ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში არ რეაბილიტირებულა.  მიწისქვეშა კომუნიკაციები 11 მისამართზე მოეწყო, ხოლო გრუნტის დამჭერი კედელი - 8 მისამართზე. 

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რაიონს 58 ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, მოეწყო 12 სპორტული მოედანი, მათ შორის აფრიკის დასახლებაში ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  რაგბისა და ფეხბურთის კომბინირებული მოედანი. ასევე, ფიტნეს ზონები და საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 10 მისამართზე მოეწყო. 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 215 პროექტი შესრულდა. მათ შორის 120 კორპუსის სახურავი რეაბილიტირდა,  მიწისქვეშა კომუნიკაციები 25 მისამართზე მოეწყო. რეაბილიტირდა და განახლდა 38 ლიფტი. 117 მისამართზე კი ჩატარდა სხვადასხვა სამუშაო.  

ასევე, მიმდინარე წელს გამგეობამ 10 კულტურული და 8 სპორტული   ღონისძიება გამართა.

ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 46 659 945 ლარი დაიხარჯა.

პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დედაქალაქის საკრებულოს წევრები, თბილისის მთავრობის წარმომადგენლები, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics