|
2024-12-16 00:19:32, 576 ნახვა
საზოგადოება
ეპიაკოპოსი იაკობი - თუ გათხოვება გინდათ ბიჭებს, საქართველოში ვერ გათხოვდებით., რას ითხოვთ
ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას მეუფე იაკობმა დიალოგის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. „ევროპაში შესვლა გვინდა და სამწუხაროდ ევროპა ყოველთვის ამას ისე იყენებს, რომ ისეთი ძალები უნდა, რომლებიც ხელის ბიჭები და ხელის გოგოები იქნებიან, ჩატარდა არჩევნები, მერე ხომ არ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი. გვაქვს კი უფლება ქართველებს იმის, რომ ერთმანეთს დავერიოთ?! ხალხმა რაც გადაწყვიტა, ისე რომ მოვიქცეთ, ეს ამბები ხომ არ იქნებოდა. გვეუბნებიან, თუ ევროპაში გვინდა ყოფნა, აუცილებლად ოჯახური ღირებულებების შესახებ რომ კანონია, ამაზე უარი უნდა ვთქვათ და ამის მერე ნამდვილი ევროპელები გავხდებით. რა ხდება მსოფლიოში - რა დღეშია უკრაინა, ღმერთმა გადაარჩინოს და უშველოს. რევოლუციის მოწყობა რომ გინდათ, ღმერთი ამას არ დაუშვებს, რევოლუცია არ იქნება. მერე აღმოჩნდება, რომ ომი დამთავრდება და ყველაფერი დამთავრდა, არც ეკონომიკა გვაქვს, სხვის იარაღზე, ფულზე ხარ და ჩვენც გვინდა თავი ასეთ დღეში ჩავიგდოთ? ჩვენ რა, ევროპაზე უარი ვთქვით? მიგვიღო და უარს ვამბობთ? რუსების კოლონიაში დაბრუნება გვინდოდა? ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ვინ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდით და იმპერიის დაშლაშიც დიდი წვლილი მიგვიძღვის. ოპოზიციის ლიდერებიდან ერთი კაცი მაინც მანახეთ, რომელიც პირიქით რუსეთის მხარეს არ იყო. თვითონ იმალებიან და ახალგაზრდა ბავშვები მიუშვეს, რომ ევროპას გვართმევენ და აბა, გადაგვარჩინონ. ქართველებმა ერთმანეთთან დიალოგი უნდა დავიწყოთ. თუ გათხოვება გინდათ ბიჭებს, საქართველოში ვერ გათხოვდებით. რას ითხოვენ - არა ოჯახურ ღირებულებებს. ევროპაა მთავარი, თუ ღმერთი და საქართველოა უფრო წინ? უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ისევ გადავიტანოთ პარლამენტის შენობაში, ის ჭიდილი. რაც მოგვწონს, არ მოგვწონს... გვინდა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევამაც დაამშვიდოს ქვეყანაში სიტუაცია და ვუსურვებ, რომ ყველას პრეზიდენტი ყოფილიყოს“, - განაცხადა მეუფემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)