|
2024-12-14 13:19:06, 469 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საჩხერის რეგიონულ ლაბორატორიაში სურსათის დიაგნოსტიკის მიმართულებით კვლევების გაძლიერება იგეგმება
საჩხერის რეგიონულ ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საჩხერის მერი ლევან ივანაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ. საჩხერეში გამართულ შეხვედრაზე, ლაბორატორიაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან ერთად, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. სტუმრებმა ლაბორატორიაში არსებული საერთაშორისო დონის აპარატურა დაათვალიერეს.
ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)