02:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 18:21:13, 477 ნახვა

საზოგადოება
მაია ბითაძის თავჯდომარეობით, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ბიუროს 37-ე შეხვედრა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ,  თავჯდომარის რანგში, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ბიუროს 37-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა, თავჯდომარის მოწოდებით, ორჰუსის კონვენციის სამდივნოს დაფინანსების საკითხი განიხილეს, რასაც ორჰუსის კონვენციის მიზნების მიღწევისათვის ეფექტიანი ღონისძიებების გასატარებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდების თანამედროვე და ელექტრონული საშუალებების გამოყენებას. აქვე აღინიშნა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეფექტიანი მიწოდების გარეშე ვერ მოხდება საზოგადოების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ასევე, აღინიშნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება საზოგადოების ამ კუთხით გააქტიურების მიზნით.

შეხვედრაზე შემუშავებულ და განსაზღვრულ იქნა იმ დოკუმენტების ტექსტები და ის საკითხები, რომელთა განხილვაც მოხდება მხარეთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც, თავის მხრივ, უნდა მომზადდეს მხარეთა მე-6 შეხვედრის დღისწერიგი და ამ შეხვედრაზე  განსახილველი საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე, იმსჯელეს ორჰუსის კონვენციაზე, როგორც თანამედროვე გარემოსდაცვითი მმართველობის კუთხით უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინტრუმენტზე, რომლის საფუძველზეც  ნაკისრი ვალდებულებების მხარეთა მიერ სრულ შესრულებას უდიდესი როლი შეუძლია ითამაშოს ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების რეალიზების კუთხით. ასევე, აღინიშნა ორჰუსის კონვენციის განსაკუთრებული როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics