03:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 14:52:51, 483 ნახვა

პოლიტიკა
პიარის და სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტები - მოვითხოვთ EU-სთან მოლაპარაკების დაუყოვნებლივ აღდგენას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას

მოვითხოვთ ევროკავშირთან მოლაპარაკების დაუყოვნებლივ აღდგენას და უახლოეს დროში ხელახალი არჩევნების დანიშვნას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პიარის და სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტები ავრცელებენ.

როგორც პიარის სპეციალისტების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ევროპული მომავალი უალტერნატივოა.

„ჩვენ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს წარმომადგენლები, სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტები, პროფესიონალები, ვისთვისაც დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანია, ვაღიარებთ რა საქართველოს ევროპული ვექტორის შენარჩუნების აუცილებლობას, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას:

ვგმობთ გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრების პროცესის 4 წლის ვადით შეჩერების შესახებ;

ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევებს, უკანონო დაკავებებსა და სამართლებრივ დევნას;

ვგმობთ საჯარო მოხელეების დაშინებას და მათ მიმართ ფარული, თუ ღია რეპრესიული მეთოდების გამოყენებას;

მოვითხოვთ საპროტესტო აქციების მონაწილეების დაუყოვნებელ გათავისუფლებას და სახელმწიფოს ხარჯზე სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას; 

მოვითხოვთ პროტესტის მონაწილეების, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების თითოეული შემთხვევის სასწრაფო გამოძიებას და დამნაშავეების სათანადოდ დასჯას; 

მოვითხოვთ ევროკავშირთან მოლაპარაკების დაუყოვნებლივ აღდგენას და უახლოეს დროში ხელახალი არჩევნების დანიშვნას; 

ჩვენთვის საქართველოს ევროპული მომავალი უალტერნატივოა!“ - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელზე ხელის მოსაწერადაც შეგიძლიათ, გადახვიდეთ აღნიშნულ ბმულზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics