|
2016-03-01 18:08:42, 563 ნახვა
საზოგადოება
“რა გაწუხებთ?“ - სოციალური ინიციატივის ფარგლებში 16 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა
„რა გაწუხებთ?“- სოციალური ინიციატივის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 16.000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი სოციალური ინიციატივა-გამოკითხვა 25 იანვარს დაიწყო. გამოკითხვის პირველი ეტაპი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრებში მოსახლეობის გამოკითხვას ითვალისწინებდა, დასრულდა. მის მიზანს სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების ზუსტ განსაზღვრაში დახმარება წარმოადგენდა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ პროექტი „რა გაწუხებთ?“ საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის დაიწყო და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაფართოებას შეუწყობს ხელს. ,,ეს არ იქნება გამოკითხვა მხოლოდ პრობლემების შესახებ, ეს იქნება საზოგადოების შეფასება, თუ სად ხედავენ სუსტ წერტილებს, რა მოსწონთ, რა აწუხებთ და ამას განვსაზღვრავთ ხარისხობრივად, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტის, ჟან–ელი მალკინის განცხადებით, გამოკითხვის შედეგად შესაძლებელი გახდება, ჯანდაცვის სფეროში არსებული საკითხების გადასაჭრელად, შესაბამისი გეგმის შემუშავება. „გამოკითხვის შედეგები საშუალებას მოგვცემს, უფრო რეალური და სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი ხედვები და მიდგომები დარგის შემდომი სრულყოფისა და განვითარების საკითხებისადმი და არსებული პრობლემების მოგვარების უფრო რეალური გეგმები შევთავაზოთ სამინისტროს,“- განმარტა ჟან-ელი მალკინმა. სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ ინტერნეტ სივრცეში ვებგვერდზე www.1505.ge კვლავაც გრძელდება. გამოკითხვის შედეგები მარტის ბოლოს შეჯამდება და საზოგადოებას ოფიციალურად წარედგინება. საერთაშორი სოსაკონსულტაციო ჯგუფი "გლობალური ალიანსი," რომელსაც საფრანგეთის ყოფილი საგარეო და სამგზის ჯანდაცვის მინისტრი, ბერნარ კუშნერი ხელმძღვანელობს, ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციებს სისტემის სრულყოფის მიმართულებით უწევს. მომზადებული პროექტები პირველადი ჯანდაცვის რეორგანიზაციის, ხარჯთეფექტურობის გაზრდის, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ამაღლების, ჯანდაცვის ევროპულ ნორმებთან და კანონმდებლობასთან ინტეგრაციის, ასევე მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვის საკითხებს ითვალიწინებს. ამჟამად დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა მიმდინარეობს, რის გამოც ,,გლობალურ ალიანსთან" ხელშეკრულება მთავრობის გადაწყვეტილებით 1–ელ მაისამდე გაგრძელდა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)