01:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 11:55:27, 399 ნახვა

საზოგადოება
ოქუაშვილი - „მთავარი არხის“ დახურვის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია - გვარამიამ და გაბუნიამ ტელეკომპანია გაკოტრებამდე მიიყვანეს

„მთავარი არხის“ დახურვის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია,- ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებას.

როგორც ოქუაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში უთითებს, არხის დახურვაზე არ უფიქრია იმის მიუხედავად, რომ ყოფილმა და მოქმედმა ხელმძღვანელებმა - ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ „მთავარი არხი“ გაძარცვეს და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიიყვანეს.

„გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ „მთავარი არხის“ დახურვის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია და  გიორგი გაბუნიას ეს განცხადება არის ცილისწამება ჩემ მიმართ და ნიკა გვარამიას გეგმის ნაწილი, რათა მათი საქმე და ინტერესი შეფუთული იყოს ისე, როგორც გიორგი გაბუნიამ წარმოადგინა.

„მთავარ არხთან“ დაკავშირებული პრობლემური საკითხი, რომელიც ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ ასე მოულოდნელად გამოიტანეს დღეს საჯაროდ, არ ემსახურება არხის ინტერესებს და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან, არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ, რამდენიმე თვეა იგივეა.

სულ რამდენიმე დღის წინ, მქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტთა ჯგუფთან და მათაც ვუთხარი, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია. მეტიც, ჩემ მიერ გამოითქვა მზადყოფნა, შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინო არხს მისი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

„მთავარი არხის“ პრობლემა არის ის, რომ დირექტორებმა  - ჯერ ნიკა გვარამიამ და შემდეგ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია მიიყვანეს გაკოტრებამდე. მათი საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ მე პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვაწარმოებ რამდენიმე მიმდინარე საერთაშორისო დავას და კომიკური და ლოგიკას მოკლებულია გიორგი გაბუნიას მიერ ჩემ მიმართ გამოთქმული ცუდად შეფუთული ბრალდება ჩემი ივანიშვილთან რაიმე კავშირის შესახებ.

მე პირიქით დავსვამდი შეკითხვებს ნიკა გვარამიას უხვი და დაუბრკოლებელი დაფინანსების წყაროებისა და საკითხს „მთავარ ოპოზიციურ პარტიად“ ქცევის შესახებ.  

როგორც ჩანს, „მთავარი არხის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ და  ამისათვის, სამწუხაროდ, შეარჩიეს სწორედ ის მძიმე პერიოდი, რომელიც დღეს საქართველოში დგას.

ჩემი სურვილია, არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“,- აღნიშნულია ოქუაშვილის განცხადებაში

შეგახსენებთ, გუშინ, 11 დეკემბერს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არხის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა „მთავარი არხის“ დახურვა გადაწყვიტა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics