|
2024-12-11 17:19:12, 599 ნახვა
სამართალი
სასამართლომ პროფესორ მამუკა ჯორბენაძესა და 4 სტუდენტს პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, პროფესორ მამუკა ჯორბენაძესა და 4 სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ცოტა ხნის წინ მიიღო. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალდება დღეს, 11 დეკემბერს წარუდგინა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა 2 პირს ჯგუფურად სცემეს“. ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, 2 ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)