|
2024-12-11 12:59:48, 600 ნახვა
სამართალი
ციცქიშვილი - მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის საქმეზე მოწმის სტატუსით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დამიბარეს
დღეს მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის საქმეზე მოწმის სტატუსით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დამიბარეს, იმიტომ, რომ მე ეთერში რამდენიმეს სახელი და გვარი დავასახელე,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ქეთა ციცქიშვილმა „TV პირველს“ განუცხადა. ციცქიშვილის თქმით, წყაროს დასახელებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს ნიღბიანი პირები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)