17:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 17:49:12, 643 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ავრცელებს.

„ექსპრესსნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გ.ღ.-ს სარჩელი, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართ.

სასამართლო დავა ეხება 2021 წლის იანვრისა და მარტის თვეში ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც აღნიშნული იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გ.ღ. ე.წ. კომენდანტის საათის დროს, ოპერატიული ნომრის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა პროსტიტუციაში ჩაბმული პირების სატრანსპორტო საშუალებების გაცილებას და უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხო გადაადგილებას.

სასამართლომ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ავტომანქანა „შკოდას“ გ.ღ. არ მართავდა და კომენდანტის საათის დროს სექს-მუშაკების ტრანსპორტირებას არ ახორციელებდა. უფრო მეტიც, სიუჟეტში მითითებულ დროს გ.ღ. კონკრეტულ ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ამის მიუხედავად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, გ.ღ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულება გააჩნიათ, სადაო სიუჟეტი არასასიამოვნოა მოსარჩელისთვის, თუმცა ზიანის მომტანი არ არის, რის გამოც გ.ღ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე, არ ეთანხმება პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და დავა გაგრძელდება ზემდგომ ინსტანციებში“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics