05:26 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 15:37:44, 450 ნახვა

პოლიტიკა
ხუციშვილი - მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ

მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში განხილვის ეტაპზეა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, დამატებული ღირებულების გადასახადის ჯამური მოცულობიდან, 19%-ის ნაცვლად 20% მიიმართება მუნიციპალურ ბიუჯეტებში.

„აღნიშნული ცვლილებით, მუნიციპალიტეტები 2025 წელს დღგ-ის სახით დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ. მათი კუთვნილი დღგ-ის მოცულობა, ჯამურად, 2 მილიარდ 34 მილიონი ლარი იქნება, რაც 2024 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე 300 მილიონი ლარით მეტია. გარდა ამისა, 580 მილიონი ლარია გათვალისწინებული ქალაქ თბილისის ტრანსფერის სახით, რომლის ფარგლებში დედაქალაქის მერია გეგმავს ახალი პროექტების დაწყებას“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერებისთვის გათვალისწინებულია 65 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა განსაზღვრულია 760 მილიონი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 90 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული ქალაქების - ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის კაპიტალური პროექტებისთვის, რაც ასევე სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, 2025 წლის ბიუჯეტი პირველად ითვალისწინებს ახალ პროგრამას - ახალ ფონდს, რომელიც მიიმართება სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერისთვის და მისი მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics