07:01 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 14:14:27, 337 ნახვა

პოლიტიკა
ხუციშვილი - 2025 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი განსაზღვრულია

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია. 

მისი თქმით, გამოყოფილი თანხის ფარგლებში:

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება;

70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 420 ლარის ოდენობით;

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით;

ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტს;

ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics