|
2024-12-10 12:59:59, 657 ნახვა
სამართალი
სასამართლომ გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ახობაძე გუშინ, 9 დეკემბერს მშრალი შიმშილობიდან შიმშილობაზე ოჯახის წევრების თხოვნით გადავიდა და სითხის მიღებას დათანხმდა. შეგახსენებთ, ექიმი გიორგი ახობაძე 8 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, სამართალდამცავებმა მის დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალება იმ დროს ჩაუდეს, როდესაც ახობაძე და მისი მეგობარი საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)