02:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 15:55:34, 485 ნახვა

საზოგადოება
როინ კენჭოშვილი: ყოველთვის ვიყენებდი გენერიკებს და ჯერჯერობით, უკმაყოფილო არც მე ვარ და არც ჩემი პაციენტები

ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმები შეაფასა კლინიკა ,,ჯანმრთელობის’’ პედიატრმა როინ კენჭოშვილმა. მან ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე:

„ზოგადად, მომწონს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმები. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხალხი არის კმაყოფილი. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანი და დროული პროცესია. ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, უფასოდ მიიღონ ექიმის კონსულტაცია. გარდა ამისა, ოჯახის ექიმი დაეხმარება მათ, საჭიროების შემთხვევაში,მოხვდნენ იმ სპეციალისტთან, ვისი კონსულტაციაც აუცილებელია.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა ხალხისთვის. პაციენტები კმაყოფილები არიან. მათ შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ გარკვეული ტიპის ქირურგიული ოპერაციები. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შეღავათია’’.

როინ კენჭოშვილმა ისაუბრა იმ პრობლემებზეც, რომელიც მის რაიონშია, და არა მხოლოდ მის რაიონში.საქმე ეხება მცირე კლინიკების გაფართოების შესაძლებლობებს:

,,მიუხედავად რეფორმების წარმატებისა, მინდა დავაფიქსირო ჩემი პირადი მოსაზრება და უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ რაიონებს აწუხებს კლინიკების სიმცირის პრობლემა. მე პირადად, ჭიათურის კლინიკაში ვმუშაობ და ჩვენი საავადმყოფო არის ძალიან პატარა, დაახლოებით 20 ადამიანზეა გათვლილი, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც პაციენტებისთვის, ისე - ჩვენთვის. მინდა ვთხოვო ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მიხედოს და დაეხმაროს მსგავსი ტიპის კლინიკებს, რათა მოსახლეობამ სრულყოფილად შეძლოს სათანადო მომსახურების მიღება’’.

მედიკოსმა მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტები გამოხატავენ უკმაყოფილებას პრეპარატების გაძვირების გამო:

,,მედიკამენტების ფასები ძალიან გაიზარდა. პირადად მე, არ მაქვს შეხება წამლებთან, მაგრამ პაციენტების უკმაყოფილება პიკს აღწევს. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ სრულად შეიძინონ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. ეს ძალიან ცუდია, თუმცა სიტუაციის გამოსწორების იმედი მაქვს.

ბაზარზე მომრავლდა გენერიკ-მედიკამენტები, მათ შორის, ინდური. მე პირადად, ყოველთვის ვიყენებდი გენერიკებს და ჯერჯერობით, უკმაყოფილო არც მე ვარ და არც ჩემი პაციენტები. მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან იყოს სათანადო კონტროლი, რათა არ მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა და უხარისხო მედიკამენტების შემოდინება  ფარმაცევტულ ბაზრებზე,“ - განაცხადა როინ კენჭოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics