07:01 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 21:20:46, 1212 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე

ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა  ეს ქვეყანა აქამდე - ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვდებენ!“- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალები თავმდაბალი და ყველაფრის მნახველი ადამიანები არიან“.

„2012 წლიდან დღემდე, 12 წელია, რუსული რეჟიმი, მწამებელი ივანიშვილი ნაციონალებს დევნის - აპატიმრებს, სცემს, სახლებში უვარდება, უწყობს პროვოკაციებს. 10 000-ზე  მეტი მხარდამჭერი ადამიანი პროკურატურაში ატარეს, ასობით ნაციონალური მოძრაობის წევრს წლები ციხეში გაატარებინა, 1000-ობით ჩვენი მხარდამჭერი ადმინისტრაციული წესით მრავალჯერ დაუპატიმრებიათ, დაუჯარიმებიათ, 1000-ობით ადამიანს ანგარიშები დაუყადაღეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქვეყნიდან ემიგრაციაში გააქციეს და მიუხედავად ამისა, ამ პარტიისმხარდამჭერებს, წევრებსა და გუნდს უკან არასდროს დაუხევია!!!

არცერთი წამი არ ჩამოუშვია ხელები და 2012 წლის 1 ოქტომბრიდან უკომპრომისო ბრძოლაშია რეჟიმის წინააღმდეგ! ჩვენმა ნატანჯმა ამომრჩეველმა, მხარდამჭერმა უამრავი შეურაცხყოფა, დამცირება, ბულინგი გადაიტანა და მაინც, ყველაზე მხნედ დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე! ახლაც, ყველაზე ღირსეულად და მოთმინებით იტანს უსამართლობას, თავმდაბლურად ატარებს ყველა ივანიშვილის სტილში ნასაუბრებს, თუ ცილისწამებას. ცოტა უხერხულია, 2 დღეა რომ ოპოზიციაში არიან და 2 დღეა რომ რეჟიმს "დაეჯახნენ", ასეთი "პოლიტიკოსებისგან" ნაციონალური მოძრაობის აუგად მოხსენიება!

ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა  ეს ქვეყანა აქამდე - ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვდებენ! იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ ცოტახნით და პარტიულ კეკლუცობას მოეშვათ?! იქნებ ახლა მაინც ქვეყნის ინტერესებიდან ისაუბროთ და არა ვიწროპარტიული ბოღმებით! თავმდაბალი, ყველაფრის მნახველი ადამიანები არიან ნაციონალები და ვამაყობ თითოეული ამ ადამიანით! ბოდიშს გიხდით მათ მაგივრად ვინც, ისევ რუსული პროპაგანდის ენით გესაუბრებათ და ისევ თქვენ გიწევთ თმენა და თავშეკავება! არასდროს დაგვიყენებია ჩვენი ინტერესი ქვეყნისაზე მაღლა, ჰოდა ახლაც ასე გავაგრძელებთ -  მუხლჩაუხრელად ბრძოლას და შრომას! ისევ ჩვენ მოვითმენთ და ისევ საერთო, საქვეყნო საქმისთვის. გამხნევდით ჩემო ღირსეულო თანამებრძოლებო!”- წერს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics