02:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 15:48:08, 484 ნახვა

საზოგადოება
შსს: 2016 წლის თებერვალი 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 23,9 %-ით მეტია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 2016 წლის თებერვლის თვე 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 23,9 %-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ტურისტი - 120 215 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19%);

ტრანზიტი - 58 456 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,4%);

სხვა - 181 731 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 50,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 37,4%).

რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში 683 561 ვიზიტი განხორციელდა, რაც 13,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2016 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+41,9%), თურქეთიდან (+12,2%), სომხეთიდან (+7,5%), რუსეთიდან (+29,2%) და უკრაინიდან (+23,5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 29%, 14%, 11% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (22%) და უზბეკეთი (44%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (26%) და მოლდოვა (31%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (24%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 480%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 13%-იანი ზრდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics