07:01 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 15:57:43, 491 ნახვა

პოლიტიკა
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები იუსტიციის სახლის შენობიდან მსვლელობით პოლიციის განყოფილებებისკენ მიემართებიან

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ამ წუთებში მსვლელობით იუსტიციის სახლის შენობიდან პოლიციის განყოფილებებისკენ მიემართებიან.

მსახიობები, რეჟისორები და მუსიკოსები საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ აღარ დარჩა ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელიც მე, ამ ქვეყნის მოქალაქეს, თავს დაცულად მაგრძნობინებს. მოქალაქეებს შიშველი ხელებით მშვიდობისთვის ბრძოლა გვიწევს. მშვიდობისთვის იბრძვის ის ხალხი, 10-დღეზე მეტია დგას რუსთაველზე. ჩვენ მსახიობები გავიფიცეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს გაფიცვა იქნება გადამდები და გავრცელდება სხვა პროფესიის ადამიანებზეც“,- უთხრა „მთავარ არხს“ აქციის მონაწილემ.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციებმა დედაქალაქი და ქვეყნის სხვა ქალაქები მას შემდეგ მოიცვა, რაც „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო აქციები დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში 10 დღეზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics