08:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 13:26:25, 553 ნახვა

პოლიტიკა
ჩიხლაძე თავდასხმაზე - მხოლოდ მედია გამოიძიებს ამ ამბავს და კაციტაძის უწყება იმუშავებს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა

მხოლოდ მედია გამოიძიებს ამ ამბავს და კაციტაძის უწყება იმუშავებს ისე, როგორც მუშაობდა აქამდე,- ამის შესახებ „TV პირველის“ ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ მასზე და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე განაცახადა.

ჩიხლაძის თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ სპეციალური  საგამოძიებო სამსახური ამ საქმეს გამოძიების. 

„არ მჯერა, რომ კოკა კაციტაძის უწყების ინტერესში შედის, ან მათი მიზანია ამ დამნაშავეების გამოვლენა იმიტომ, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი ადამიანები არიან. ისინი არბევდნენ ქუჩაში აქციის მონაწილეებს, ისინი გაგვისწორდნენ ჩვენ, პატრული გვერდით მედგა და არ რეაგირებდა, საკუთარ თავს დაიჭერენ? არანაირი მოლოდინი არ მაქვს, მხოლოდ მედია გამოიძიებს ამ ამბავს და კოკა კაციტაძის უწყება იმუშავებს ისე, როგორც მუშაობდა აქამდე“, - განაცახადა მაკა ჩიხლაძემ. 

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს ნიღბიანი პირები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics