|
2024-12-09 12:05:22, 881 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახური - „TV პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა გრძელდება
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეკომპანია „TV პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარა.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს საპროტესტო აქციაზე ნიღბიანი პირები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)