2024-12-08 17:30:54, 3012 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტი გრძელდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ წუთებში ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს შეხვდა.
მან შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გამართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,