|
2024-12-08 14:02:52, 464 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანაში სრული „ბეზპრიძელია“ - ხალხს ნიღბიანი ზონდერები სცემენ, პოლიცია უყურებს
ქვეყანაში სრული „ბეზპრიძელია“,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მეზვრიშვილის განცხადებით, ხალხს ნიღბიანი ზონდერები სცემენ, პოლიცია კი, უყურებს.
შეგახსენებთ, თბილისი და საქართველოს სხვა დიდი ქალაქები, მათ შორის, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცვა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე პერიოდში, პოლიციამ აქციებზე ასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი, მათგან სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, დაკავებულია 18 პირი, ხოლო აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი. დაშავებულია ათობით ადამიანი, რომლებიც დაკავების შემდგომ სპეცრაზმელებისგან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე უთითებენ. დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ბოლო თავდასხმა მედიაზე გუშინ, 7 დეკემბერს მოხდა, როდესაც „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)