08:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 13:29:59, 409 ნახვა

პოლიტიკა
ჩიხლაძე - მოძალადეებმა ზუბალაშვილების ქუჩა ნიღბების გარეშე ჩაიარეს, თუ უნდათ დადგენა ვინ არიან, კამერების ჩანაწერები ამოიღონ

ძალადეებმა ზუბალაშვილების ქუჩა ნიღბების გარეშე ჩაიარეს, თუ უნდათ დადგენა ვინ არიან, კამერების ჩანაწერები ამოიღონ,- ამის შესახებ „TV პირველის“ ჯურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ „TV პირველთან“ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, „ის ძალ ადობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დაშინებას ემსახურება და ამაში სწორედ შს მინისტრის ხელი ურევია“.

„ეს ადამიანები, ვიდრე მოვიდოდნენ გრიბოედოვამდე, სადაც მოხდა ეს ამბავი, ზუბალაშვილების ქუჩა ჩამოიარეს ნიღბების გარეშე. ანუ თუ უნდათ დადგენა ვინ არიან, პირველ რიგში, კამერები უნდა ამოიღონ. ჩემი მონათხრობის ჩაწერა რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი ვერ ვხვდები, იმიტომ, რომ ტელეეთერებშიც მოვყევი მე მაშინვე რაც მოხდა. ეს არ არის სასწრაფო. სასწრაფო არის კამერების ამოღება. რავიცი, რამდენი საათი გავიდა, ამოიღო ვინმემ? ვინმე რამე გააკეთა? ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა, ეს მაწუხებს ყველაზე მეტად. მაწუხებს, რომ ჩემი ოჯახი, ჩემი შილები აქ ცხოვრობენ, სადაც პოლიცია არ არსებობს, სადაც არ შეიძლება, გქონდეს ფორმიანი ადამიანის იმედი, რომელსაც მიაკითხავ და ეტყვი, რომ ნახე, აქ მირტყამენ, აქ ვიღაცას დანაშაულს ჩადის და მოდი, დამეხმარე. ყველამ ხომ ვიცით, რატომაც ხდება ეს? რომ შეეშინდეთ ადამიანებს, აქციაზე აღარ მივიდნენ, ამიტომ ხვდებიან ბნელ კუთხეებში, რომ მეორედ იქ მისვლის სურვილი არ გაუჩნდეს და ამას, ყველაფერს, ხელს უწყობს ადამიანი, რომელსაც შს მინისტრი ჰქვია, ოღონდ არ არის, იმიტომ, რომ ის, რაც  მათ პოლიციას უქნეს და რაც ვახტანგ გომელაურმა გაუკეთა პოლიციას, ეს არ არის შს მინისტრობა. ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე, - განაცხადა ჩიხლაძე. 

შეგახსენებთ, დღეს, 7 დეკემბერს  „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს საპროტესტო აქციაზე ნიღბიანი პირები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics