2024-12-08 09:16:43, 436 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ჩვენი ორი მეგობარი დააკავეს - გიორგი ახობაძე - სისხლით და ლევან ბერიძე - ადმინისტრაციულით
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პოლიციამ 2 პირი - გიორგი ახობაძე და ლევან ბერიძე დააკავა.
როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ახობაძე საქართველოს სისხლის სამართლის, ხოლო ბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზეა დაკავებული.
„ჩვენი ორი მეგობარი დააკავეს - გიორგი ახობაძე (სისხლით) და ლევან ბერიძე (ადმინისტრაციულით).
ორივე დიღმის იზოლატორშია“,- წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,