|
2024-12-07 22:46:30, 435 ნახვა
პოლიტიკა
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ტიტუშკები თავს დაესხნენ
ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მას და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავს შავფორმიანები პირდაპირ ეთერში დაესხნენ: ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს, გიორგი შეწირულს დაზიანებები აქვთ. ამასთან ერთად, ვიდეოში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ტიტუშკების ჯგუფი ფეხებს ურტყამს. "მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით." - ამბობს ჩიხლაძე. "ათი კაცი მირტყამდა თავში ფეხს, არ დამინდეს, ყველაფერი წამართვეს, მერე ვიღაცამ უთხრა კარგი ეყო აღარ დაარტყაო და გაიქცნენ" - ამბობს "ტვ პირველის" ოპერატორი გიორგი შეწირული "ჩვენი ინფორმაციით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს ბესიკის ქუჩის კუთხეში და მოვედით გადასაღებად. 30-ზე მეტი შავებში ჩაცმული ადამიანი იყო ნიღბებით, რომლებიც ურტყამდნენ ბიჭებს, ვკითხე ვინ ხართ, რატომ მოხვედით აქ და გამოეყო რამდენიმე ადამიანი ამ ჯგუფს დაგვესხნენ თავს მე და ჩემს ოპერატორს, წაართვეს კამერა, ტექნიკური მოწყობილობა, ჩემი მიკროფონი წაიღეს, დამაგდეს ძირს, მირტყეს წიხლები, მერე რომელიღაცას გაუნათდა გონება, რომ გოგოა თავი დაანებეთ, მაგრამ არა - ეგენი რას აშუქებენ ხო იცითო? უკვე იცოდნენ ვინ ვიყავით. საპატრულო პოლიცია იდგა ჩემთან ორ მეტრში და რომ გამოვედი პატრული აღარ იყო" ამბობს მაკა ჩიხლაძე.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)