11:17 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 15:53:27, 553 ნახვა

საზოგადოება
იოსელიანი - დაკავებულების ნაწილს აღენიშნებათ სისხლნაჟღენთები, საუბრობენ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე

დაკავებულების ნაწილს აღენიშნებათ სისხლნაჟღენთები, ასევე ისინი საუბრობენ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლეან იოსელიანმა განაცხადა.

სახალხო დამცველმა თბილისში და გურჯაანში დაკავებულები, ჯამში 34 მომიტინგე მოინახულა. 

იოსელიანის განცხადებით, დაკავებულების დიდი ნაწილი მიუთუთებს ნივთების დაკარგვაზე.

„თბილისში და გურჯაანში ერთად მოვინახულე დაახლოებით 34 ადამიანი. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილი მიუთითებს ისევ ფიზიკურ დაზიანებებზე, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, რამდენიმეს აღენიშნება სახეზე სისხლნაჟღენთები. ძალიან ბევრი მიუთითებს პირადი ნივთების დაკარგვაზე, განსაკუთრებით ტელეფონის, რომელიც მათ დაკავების დროს ჩამოართვეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან შიგნით, ახდენენ ამ ადამიანების გამოკითხვას, მათ შორის ვნახე თქვენი კოლეგა, ბექა ყორშია, დაზიანებები არ აღენიშნება, ალბათ, დანარჩენზე თავად ისაუბრებს. მინდა მოვუწოდო შსს-ს, ყურადღება მიაქციოს პირადი ნივთების, განსაკუთრებით ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტზე, და ყველა ტელეფონი, ყველა ნივთი,  ომელიც ჩამოართვეს პროტესტის მონაწილებს, აუცილებლად დაუბრუნონ“,- განაცხადა იოსელიანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
სტივენ კინგი - დონალდ ტრამპი - ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე ნებისმიერი მონსტრი, ბოროტმოქმედი თუ სულებით სავსე სასტუმრო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics