|
2024-12-06 23:24:37, 644 ნახვა
სამართალი
ონისე ცხადაძეს, ლუკა ჯაბუასა და ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს - ონისე ცხადაძეს, ლუკა ჯაბუასა და ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ „TV პირველს“ განუცხადა, დაკავებულს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ცუცქირიძის თქმით, ონისე ცხადაძეს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნება და თავს მხნედ გრძნობს.
20 წლის მომიტინგის, ლუკა ჯაბუას ადვოკატის, რუსუდან აგურაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, თუმცა დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
რაც შეეხება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, რომ „საგამოძიებო ორგანომ ვერ გაბედა ასეთი თავხედობაც, რომ უშუალოდ ორგანიზება დაებრალებინა ჭიჭინაძისთვის“.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)