19:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 14:05:46, 670 ნახვა

ეკონომიკა
დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები მოგების გადასახადის რეფორმას გაეცნენ

ფინანსთა სამინისტრო ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

სამინისტროს ინფორმაციით, მოგების გადასახადის რეფორმისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს დღეს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები გაეცნენ.

უწყების ცნობით, ასოციაციის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებს, მისი განხორციელების შემთხვევაში, მოსალოდნელ საფინანსო-ეკონომიკურ შედეგებს. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხებს.

 როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ახალი კანონპროექტის განხილვის პერიოდში გათვალისწინებული იყოს ბიზნესის წინადადებები და შენიშვნები.

„თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში ძალიან სერიოზული რეფორმა იწყება. საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა მთავრობის წინადადება - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოგების გადასახადის მაგივრად, საქართველოში იქნება განაწილებული მოგების გადასახადი. აღნიშნული რეფორმის შედეგად, ეკონომიკაში დარჩება მეტი თანხები რეინვესტირებისთვის, განვითარებისთვის და ქვეყნის ეკონომიკას ექნება უფრო მეტი შესაძლებლობები. დაგეგმილია ასევე ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. ფინანსთა სამინისტრო მზადაა, ასეთ რეჟიმში გააგრძელოს კომუნიკაცია ბიზნესთან. ჩვენ გვექნება შეხვედრები სხვა ასოციაციებთან და მათაც მივაწვდით ინფორმაციას აღნიშნული რეფორმის თაობაზე. მოვისმენთ ბიზნესის წინადადებებსა და მოსაზრებებს და თუ ვნახავთ, რომ არის გარკვეული ხარვეზები, ჩვენ ამ ხარვეზებს გავასწორებთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

 დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის თქმით, მნიშვნელოვანია ბიზნესს სწორი ინფორმაცია ჰქონდეს დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რისთვისაც აუცილებელია აქტიური კომუნიკაცია მთავრობასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.

„მოვისმინეთ საინტერესო პრეზენტაცია. განაწილებული მოგების გადასახადის შემოღება სერიოზული შეღავათი იქნება ბიზნესისთვის, რადგან ეს თანხები, ისევ ინვესტიციებს და საწარმოების განახლებას, ინოვაციური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ.

 შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.  ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics