|
2024-12-06 20:27:43, 534 ნახვა
საზოგადოება
კეზერაშვილი - ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე - გაფორმებულია - რაც არ არის გაფორმებული, არის ე.წ. შსს-ს მიერ ჩადებული
ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს - გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ავრცელებს. როგორც კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ე.წ. შსს-ს მიერ ჩადებული“.
შეგახსენებთ, დღეს, 6 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამაღლების ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი დიმიტრი ჩიქოვანი, ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)