11:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 20:31:47, 473 ნახვა

პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - აქციებზე დააკავეს 400-მდე პირი, ნაცემია 300-ზე მეტი, დასჯილია 0 პოლიციელი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ 28 ნოემბრიდან აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამ დრომდე 400-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ადმინისტრაციული წესით 350-ზე მეტი, ხოლო სისხლის სამართლის წესით 26.

„დაკავებულთა ასაკი 15-დან 60 წლამდეა. მამაკაცებთან ერთად დააკავეს ქალები და ბავშვები. დაკავებულთა შორის 7 უცხოელია. 

მოსამართლეები იყენებენ მკაცრ სანქციებს: ჯარიმა 2000-3000 ლარი ან პატიმრობა 4-დან 14 დღემდე. 80-ზე მეტ დაკავებულს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა. ადვოკატებისთვის დაკავებულების ადგილსამყოფელი საათების მანძილზე უცნობია. მოსამართლეები გადაწყვეტილებას პოლიციელების ჩვენების საფუძველზე იღებენ და ადვოკატების მტკიცებულებებს არ ითვალისწინებენ. არცერთ ნაცემ ან წამების მსხვერპლ დაკავებულზე მოსამართლეს არ მიუმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. მოსამართლეები არ აძლევენ დაკავებულებს საშუალებას უამბონ ცემისა და წამების შესახებ. მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics