11:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 16:15:32, 338 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ზელენსკიზე - ის სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურება

ვოლოდიმირ ზელენსკი არ ეკუთვნის არც საკუთარ თავს და არც სამშობლოს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურება.

„ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი: მე შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში, ზელენსკი მყავს მხედველობაში. მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც დღეს ის იმყოფება. დღეს ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს, არ ეკუთვნის საკუთარ ოჯახს და რაც ყველაზე მძიმეა, არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესს. მე დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხი ძალიან მალე მიხვდება და გააანალიზებს ყველაფერს, რა პროცესები წარიმართა, ვისი ხელშეწყობით წარიმართა ის უბედურება, რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება.

ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და შევდივარ ამ ადამიანის მდგომარეობაში. ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი: საქართველოსა და თბილისში არის უამრავი უკრაინელი ოჯახი ჩამოსული, რომელიც გამოექცა იმ უბედურებას, იმ ომს, რაც უკრაინაშია. ეს ოჯახები, ეს პატარები უამრავი ბენეფიტით სარგებლობენ, რომელიც მათ თბილისის მერიამ დაუწესა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ყველა ამ ოჯახის, ყველა ამ პატარას  მხარდაჭერას, თანადგომას და ეს იქნება ჩვენი მხრიდან პასუხი იმაზე, რაც ზელენსკიმ გაჟღერა“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახენებთ, გუშინ, 5 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 

სანქცირებულთა სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, გიორგი ლილუაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ქარსელაძე, კახა ბექაური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics