2024-12-06 14:32:23, 324 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში, იუსტიციის სახლთან აქცია იმართება
თბილისში, იუსტიციის სახლთან ამ წუთებში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
იუსტიციის სახლის შენობის შიდა სივრცეში მოქალაქეთა ნაწილი იმყოფება. ისინი იქ სამუშაო პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით შევიდნენ და დასაქმებულ ადამიანებს გაფიცვისკენ მოუწოდეს.
იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო.
მოქალაქეებმა ადგილზე იმ პირების ფოტოსურათებიც მიიტანეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაშავდნენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ავტორი: ექსპრესნიუსი,