14:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 12:38:21, 384 ნახვა

პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - ვითხოვთ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას

ვითხოვთ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ქვეყანაში „ავტორიტარულმა რეჟიმმა რეპრესიები და ტერორი უნდა შეწყვიტოს“.

„ჩვენ, 4-ვე პოლიტიკური ძალა, ვითხოვთ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას; იმ რეპრესიების, ტერორის შეწყვეტას, რომელსაც ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი ყოველდღიურად ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. უკანონო ჩხრეკები მეტროებში, მათ შორის უკანონო ჩხრეკა ბინებში - სამოქალაქო აქტივისტების, მსახიობების, უკვე ყველა სფეროს ადამიანების წინააღმდეგ ის დაშინებისა და ტერორის კამპანია, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ არის ივანიშვილის რეჟიმი ავტორიტარულად ქცეული და როგორ იყენებს ძალას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“,- განაცხადა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics