14:54 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 10:33:10, 340 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი - საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს

საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ უკრაინის მიერ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პარტნიორებმაც იგივე პრინციპული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“.

„[მივიღეთ] გადაწყვეტილება საქართველოში მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ვისაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს. მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა მსოფლიოში. ევროპელებმა, ამერიკელებმა და ყველამ, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას აფასებს. საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს“,- აცხადებს უკრაინის სახელმწიფოს მეთაური.

შეგახენებთ, გუშინ, 5 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 

სანქცირებულთა სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, გიორგი ლილუაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ქარსელაძე, კახა ბექაური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics