14:54 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 00:30:36, 423 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - არ არსებობს ქართველი, რომელიც არ გაბრაზდება, როცა გრძნობს, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ხელიდან ეცლება

არ არსებობს ქართველი, რომელიც არ გაბრაზდება, როცა უცბად გრძნობს, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ეცლება ხელიდან და ვბრუნდებით რუსეთში. არ არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არაერთი დემონსტრაცი უნახავს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა აქციის მონაწილეები არც ერთ მანქანას, არც ერთ მაღაზიის შუშებს არ ამტვრევენ.

„ნანახი მაქვს არაერთი დემონსტრაცია სხვადასხვა ქვეყანაში. აქციის მონაწილეები არც ერთ მანქანას, არც ერთ მაღაზიის შუშებს არ ამტვრევენ, გამოდიან ძალიან მშვიდობიანად, ოჯახებით. იქ ცეკვავენ, მღერიან. რატომ უცებ შეიცვალა? ხომ ვერ მეტყვით? ვინ გამოიყვანა ეს რობოკოპები? ვინ გააბრაზა ხალხი? რატომ გააბრაზეთ ხალხი? არ არსებობს ქართველი, რომელიც არ გაბრაზდება, როცა უცბად გრძნობს, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ეცლება ხელიდან და ვბრუნდებით რუსეთში. არ არსებობს. მეც არ მომწონს პიროტექნიკა, მეშინია ყოველთვის, თუნდაც ახალ წელს. პიროტექნიკა რომ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, მესმის. მაგრამ ეს ხომ არაა პრობლემა. ჯარები ვნახეთ როგორ მოდიოდნენ ხალხზე, როგორ დასდევენ, მეტროში, როგორ დასდევენ სახლებში, როგორ შედიან ღამე სახლებში, როგორ არ აცლიან, რომ ხალხი დაბრუნდეს სახლში. მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ასეთი მშვიდობიანი... ჰკითხეთ უცხოელ ჟურნალისტებს, ძალიან ბევრია ჩამოსული, გაესაუბრეთ და ჰკითხეთ, რომელ ქვეყანაში უნახავთ ასეთი მშვიდობიანი, ზოგჯერ მაინც ლაღი დემონსტრაციები. ძალიან იშვიათია“,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics