14:54 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 23:21:36, 346 ნახვა

პოლიტიკა
ბილ ბროუდერი - საქართველოს ამჟამინდელი არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის მარიონეტული ხელისუფლებაა

ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველოს ამჟამინდელი არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის მარიონეტული ხელისუფლებაა,- ამის შესახებ Hermitage Capital Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პოლიტიკურმა აქტივისტმა, ბილ ბროუდერმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მაგნიტსკის აქტის“ შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ბილ ბროუდერმა, საქართველოში არსებულ კრიზისში კორუფციის როლთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის (დემოკრატიული პარტია) მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„როგორ მუშაობს კორუფცია? ავიღოთ საქართველო და მე რამდენიმე სახელსა და გვარს დავასახელებ. არსებობს ადამიანი, ივანიშვილი, რომელიც ეროვნებით ქართველია და მილიარდერია. სად იშოვა ფული? რუსეთში. როგორ იშოვა რუსეთში ფული? „გაზპრომითა“ და სხვა სახელმწიფო კომპანიების მეშვეობით, რომლებიც ჩემი გამოცდილებით კორუმპირებულები არიან. ასე რომ, მან რამდენიმე მილიარდი იშოვა, დაბრუნდა საქართველოში და როგორ აკონტროლებენ მას რუსები? ისინი ეუბნებიან, შენ ფული საეჭვო გზით იშოვე, შეგვიძლია ყველაფერი წაგართვათ, შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღვძრათ ან შეგვიძლია არაფერი გავაკეთოთ, თუ დაგვეხმარები და მას შემდეგ იგი მათ აქტიურად ეხმარება. ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველოს ამჟამინდელი არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის მარიონეტული ხელისუფლებაა და ბატონი ივანიშვილი ამ სიტუაციაში აქტიურ როლს თამაშობს. ეს ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს კორუფცია.

მეორე მაგალითი ის არის, რომ ხელისუფლებაში მყოფ კორუმპირებულ ადამიანებს არ სურთ, რომ მომავალმა მთავრობამ ისინი გამოიძიოს და რას აკეთებენ ისინი? ისინი ძალაუფლებას არ თმობენ და ამას აკეთებენ საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრით, არჩევნების გაყალბებით. ყველაფერი ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია და ამიტომაც არის კორუფცია მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ბილ ბროუდერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics